ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას მიმართ და რუსეთში მოღვაწე ექვსი თანამდებობის პირის და ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ალექსეი გრომოვს, ასევე ტელეწამყვანებს ვლადიმერ სოლოვიოვს, მარგარიტა სიმონიანს, დიმიტრი კისელევს და სერგეი მარდანს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს აბრალებენ.
„ეს ადამიანები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიაში მონაწილეობდნენ და რუსეთის სამხედრო დანაშაულებს და სხვა ბოროტმოქმედებებს მხარს უჭერდნენ“, – აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლიდან რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიოარხებზე, ასევე სოციალურ ქსელებში რეგულარულად ისმის მოწოდებები უკრაინის განადგურების და უკრაინელების წინააღმდეგ რეპრესიებისკენ.
FIDH-მა 2 ათასადმე ვიდე გააანალიზა, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 24 თებე4რვლამდე იყო გაკეთებული. 300-მდე გამონათქვამი სოძულვილსი ენას შეიცავს, რაც კაცობიობის წინაარდმეგდ აანშუალტანა რის გათანაბრებული.