ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 02:33 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
17°C clear sky

სკოლებში ათეიზმი მოდაშია – მამა შალვა კეკელია

დეკანოზ მამა შალვა კეკელიას თქმით, სკოლებში ათეიზმი მოდაშია. ამის შესახებ სასულიერო პირმა საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

„პროპაგანდა მიდის სიბილწის, ცოდვის… ახალგაზრდებში ამას თესავენ. იცით დღეს როგორი ათეიზმია სკოლაში? როგორ უღმერთობით ჩაუნერგეს ეს ბავშვებს… ათეიზმი მოდაშია სკოლებში. სკოლებში ურწმუნოება შემოსულია ამ პროპაგანდის გამო, უნდათ ღმერთს დააშორონ ადამიანები“, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.

ამასთან, მამა შალვა კეკელიას თქმით, მღვდლები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ.

„მღვდლები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. მათ საკუთარი თავისთვის და ოჯახებისთვის დრო აღარ რჩებათ საერთოდ. მოძღვრები ძალიან ბევრს შრომობენ“, – აღნიშნა სასულიერო პირმა და დასძინა, რომ „საქართველოში ცოდვა ვერ გაიმარჯვებს“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები