ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 04:11 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
8°C clear sky

Sky News – „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა რუსული ნავთობის საფასურის ლიმიტი დაამტკიცეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალური შეხვედრის დროს რუსული ნავთობის საფასურის ლიმიტი დაამტკიცეს, – ამ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

„ჩვენ შევზღუდავთ პუტინის შესაძლებლობას დააფინანსოს თავისი ომი ნავთობის ექსპორტიდან, საფასურის შეთანხმებულ ზღვარზე ზემოთ ისეთი სერვისების მიწოდების აკრძალვით, როგორიცაა დაზღვევა და დაფინანსება იმ გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ“, – განაცხადა ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა ნაჰდიმ ზაჰავიმ.

მისი თქმით, G7 ქვეყნები ერთიანები არიან რუსული „ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

Financial Times-ის ცნობით, G7 ქვეყნების მიერ დამტკიცებული ლიმიტი ევროკავშირის ემბარგოს პირობების შესაბამისად იმოქმედებს. გამოცემის წყაროების ცნობით, 5 დეკემბრიდან იგეგმება ნავთობის ფასების შეზღუდვა, ხოლო მომავალი წლის 5 თებერვლიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე შეზღუდვები დაწესდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები