სომალის პრეზიდენტის ჰასან შეიხ მოჰამუდის თქმით, დედაქალაქში ორი მანქანის აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა.
პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითქმის 300 ადამიანი დაიჭრა.
„ჩვენ ვთხოვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მუსლიმებს მთელ მსოფლიოში, გამოაგზავნონ თავიანთი ექიმები აქ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ყველა დაზარალებულის გაგზავნა ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ,” – თქვა ჰასან შეიხ მოჰამუდმა.
ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ალ-შაბაბმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო. დაჯგუფების განცხადებით, მისი მიზანი განათლების სამინისტროს დარტყმა იყო, რადგან მათივე მტკიცებით სამინისტრო იყო „მტრის ბაზა“, რომელიც მხარდაჭერას იღებს არამუსულმანური ქვეყნებიდან.
სომალის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანა კვლავ ომშია ალ-შაბაბთან.
„ჩვენ გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.