ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 9, 2022 02:04 საათი

თბილისი

დეკ 9 - პარ
Tbilisi, GE
2°C overcast clouds

სომხეთი მზადაა დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან – არარატ მიროზიანი

სომხეთი მზადაა დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მიროზიანი

„მე ანტალიაში ჩამოვედი რათა მივიღო მონაწილეობა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ მივაღწიოთ ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას.

ეს ძალისხმევა მიმართულია იმისკნე, რომ რეგიონში მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების ხანა დადგეს.

სომხეთი მზადაა დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნას საზღვრები. მე მოხარული ვარ, რომ ჩემი თურქი კოლეგისგან მოვისმინე, რომ არის მათი მხრიდანაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება.

საზღვრებს გახსნას ექნება თავისი პოზიტიური გავლენა ორ ქვეყანას შორის კავშირებზე, ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ადამიანებს შორის კონტაქტსა და მთლიანობაში რეგიონში სტაბილურობაზე“ – განაცხადა მირზოიანმა

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები