ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 17:57 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

„სომხეთის მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება სომხეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ ყარაბაღზე“ – მარგარიტა სიმონიანი

რუსული ტელეარხის Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სომხეთის მოქალაქეებს მიმართა. მისი თქმით, რომ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არათუ ყარაბაღი, არამედ სომხეთიც არ იქნებოდა.

„სომხეთის მოქალაქეებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ხმა მისცა ფაშინიანს, უნდა გაიგონ, რომ რუსეთის გარეშე არ იქნება სომხეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ ყარაბაღზე. ვინ შეაჩერა 44-დღიანი ომი? ეს შეაჩერა პირადად პუტინმა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა.

და ამერიკას, რომელსაც სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, სამშობლო ფეხქვეშ გაუგოს, თითიც არ გაუნძრევია. თურქეთი, რომელიც, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მხარეს იყო, ნატოს ქვეყანაა. რა, ამერიკას, როგორც ნატოს წამყვან ძალას, არ შეეძლო, ეთქვა: „რას აკეთებთ მანდ? ჩვენ სომხეთის მომხრე ვართ, მხარს ვუჭერთ. კალიფორნიაში ბევრი სომეხი გვყავს, გვყავს კიმ კარდაშიანი. ამერიკას საერთოდ არაფერი გაუკეთებია“, – წერს სიმონიანი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები