ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 03:16 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
9°C clear sky

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განაახლონ – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგი უნდა აღდგეს. ამის შესახებ მან პარიზში, ელისეს სასახლეში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოლაპარაკებები უნდა განახლდეს. საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ძალის გამოყენება ვერ იქნება გამოსავალი სომხეთის ან აზერბაიჯანისთვის და რომ დიალოგი უნდა აღდგეს რაც შეიძლება სწრაფად. მრავალი კითხვას რომელიც პასუხს საჭიროებს, უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონი, ასევე, გეგმავს, შეხვდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები