ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 12:25 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
18°C clear sky

სროლა რუსეთის სამხედრო პოლიგონზე – დაღუპულია 11 ადამიანი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში პოლიგონზე სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. ჯარისკაცები უკრაინის ომში წასასვლელად ემზადებოდნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.

შემთხვევა ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ  ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა და ორივე მათგანი ლიკვიდირებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერორისტულ თავდასხმას უწოდებს, მაგრამ  ჯერჯერობით არ განმარტავს, რატომ აღმოჩნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სამხედრო პოლიგონზე.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულები ის მოხალისეები იყვნენ, რომლებმაც „სპეცოპერაციაში“ ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის