ტელეკომპანია „სეზონის“ პირდაპირ ეთერში, გენერალ-მაიორი ტრისტან წითელაშვილი მსხვილ კალიბრიანი საბრძოლო ტიპის ცეცხსასროლი იარაღით წარსდგა
მისი თქმით, შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ იყო პრეცედენტი და მცდელობა, მოეხდინათ მისი ლიკვიდაცია.
წითელაშვილის განცხადებით, თავდასხმის მოსაგერიებლად საკუთარ ძალებს სრულიად გამოიყენებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კბილებამდე შეიარაღებული დაიცავს საკუთარ სიცოცხლეს და ქვეყნის ინტერესებს.
“სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვარ, საკუთარი თავისა და ქვეყნის დასაცავად”, – განაცხადა წითელაშვილმა