ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში შეხვდნენ.
მხარეების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შვედეთის ნატოში გაწევრიანება იყო.
ამის შესახებ უკრინფორმი TRT Haber-ზე დაყრდნობით იუწყება
შეხვედრა, რომელიც პრესისთვის დახურული იყო, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
შეხვედრას თურქეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი და ნატოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.