ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს 2008 წლამდეც – ეს არის შედეგი იმის, რომ ხელისუფლება ბოლო 10 წელში საერთაშორისო მექანიზმების კუთხითაც არის აქტიური – შალვა პაპუაშვილი

დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაცხადდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთ საკითხს, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს 2008 წლამდე – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომამდეც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამტკიცებულია, რომ 1990 – 1993 წლიდან აფხაზეთის ტერიტორია სამართლებრივად უკვე აღიარებულია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.

,,თქვენ იცით, რომ 2021 წლის იანვარში იქნა გადაწყვეტილება მიღებული სტრასბურგის სასამართლოსი, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში. რაც სამართლებრივ ენაზე ოკუპაციას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ 2008 წლამდეც რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს. უკვე დღეიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, სასამართლო დოკუმენტით დამტკიცებულია, რომ 1990 – 1993 წლიდან აფხაზეთის ტერიტორია სამართლებრივად უკვე აღიარებულია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია და ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო მექანიზმების კუთხითაც არის აქტიური,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები