ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 01:28 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
11°C clear sky

„სულელებთან ვიბრძვით“ – ოლექსი არესტოვიჩი

„300-400 მილიონი (დოლარი) არაფერში მიდის, სულელი მოწინააღმდეგე თავისთავად ნამდვილი იღბალია“, – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

„მთელი ჩემი ფანტაზიით ვერ წარმოვიდგენდი კრემლის მიერ ისეთი ძვირფასი რესურსის არაეფექტურ ხარჯვას, როგორიც არის საკრუიზო რაკეტები, თითო მინიმუმ 1 200 000 დოლარის ღირებულებისაა.

რასაც არ უნდა ცდილობდნენ, 300-400 მილიონი (დოლარი) არაფერში მიდის და რუსულ სამხედრო ინდუსტრიას დახარჯულის აღდგენის შესაძლებლობა არ აქვს.

დღეს რაკეტების მთელი დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე შუქის გარეშე ვისხდეთ.

ჩვენ ვიბრძვით სულელებთან.

როგორც ნაპოლეონმა თქვა:

– გამარჯვებისთვის ორი რამ არის საჭირო: იღბალი და სულელი მოწინააღმდეგე. დავამატებ, რომ სულელი მოწინააღმდეგე თავისთავად ნამდვილი იღბალია“, – წერს ოლექსეი არესტოვიჩი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები