ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 7, 2025 22:13 საათი

თბილისი

Apr 7 - Mon
Tbilisi, GE
13°C scattered clouds

სურსათის ეროვნული სააგენტო: ქსელიდან სრულად ამოღებულია რძის ის პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ი დაფიქსირდა. ამჟამად ქსელში არსებული პროდუქცია სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ი დაფიქსირდა, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას.

„კომპანია „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის, „ვიმ- ბილ-დან საქართველო“ 15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის, აფლატოქსინზე) და არც ერთი დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლსა და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს, ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად, 2022 წლიდან იკვლევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის