ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 23, 2024 11:45 საათი

თბილისი

აპრ 23 - სამ
Tbilisi, GE
21°C clear sky

ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა – Reuters

ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა. ეს მოხდა მეორე სამხედრო წვრთნის ფარგლებში, რომელიც 1 თვეზე ნაკლებ დროში ჩატარდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ტაივანმა დაგმო ჩინეთის ქმედებები.

დაზუსტებულია, რომ აღმოჩენილ თვითმფრინავებს შორისაა J-11, J-16, Su-30, J-10 გამანადგურებლები და H-6 სტრატეგიული ბომბდამშენები.

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ სარდლობამ 8 იანვარს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ჩაატარეს „ერთობლივი გაფრთხილების პატრულირება და საბრძოლო წვრთნები“ ტაივანის გარშემო.

ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, წვრთნები კუნძულზე გარე ძალებისა და სეპარატისტული ძალების პროვოკაციების დასაძლევად ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების გამოსაცდელად ჩატარდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები