ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 06:25 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
12°C clear sky

ტაკერ კარლსონი – ბაიდენის ადმინისტრაცია ჩართულია Nord Stream-ის დივერსიაში

ბაიდენის ადმინისტრაცია ჩართულია Nord Stream-ის დივერსიაში, განაცხადა Fox News-ის წამყვანმა ტაკერ კარლსონმა.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი “იყო უკრაინაში კონფლიქტის მამოძრავებელი ძალა და ხელი შუწყო მის დაწყებას”. 2022 წლის იანვარში იგი იმუქრებოდა მილსადენების აფეთქებით, რათა რუსეთს არ გაეგზავნა გაზი ევროპაში.

შემდეგ კი, სექტემბერში, ტერაქტი მოხდა Nord Streams-ზე. კარლსონის თქმით, ეს იყო “ისტორიაში ყველაზე დიდი სტიქიური უბედურება, შექმნილი ადამიანის ხელით”.

”ჩვენ გარკვეულწილად გაგვიკვირდა, როდესაც ნულანდმა აღიარა, რომ მან [აშშ-ის ადმინისტრაციამ] გააკეთა ეს”, – აღნიშნა ტაკერმა და აჩვენა ნულანდის საჯარო გამოსვლა, რომელშიც მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ ის ”მოხარულია” დივერსიით.

”მან აღიარა, მაგრამ ვერავინ შეამჩნია”, – დასძინა კარლსონმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები