ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 3, 2025 18:35 საათი

თბილისი

Sep 3 - Wed
Tbilisi, GE
29°C light rain

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 16 პირი დააკავა

თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯამში, 16 პირი დააკავეს.

ამ დროისთვის, 3 პირი ხელწერილითაა გათავისუფლებული.

აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ღამე გაათენეს, სამართალდამცავებმა დაშლისკენ დღეს გამთენიისას მოუწოდეს. ამის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდა დაიწყეს. სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის