რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ტელეგრამში წერს, რომ ნიუ-იორკიდან ნაცნობის წერილი მიიღო, რომელიც წერს, რომ იქ მხოლოდ ჭუჭყი, ბომჟები და რუხი ფერის სამყარო იხილა.
„ნაცნობმა მომწერა ნიუ-იორკიდან: „რუხი სამყარო, ჭუჭყი, ბომჟები, უამრავი დარტყმული, სიცივე და, რაც მთავარია, ცივილიზაციისგან რაღაცა ჩამორჩენილი სამყაროა. ყველაფერი ძალიან არათანამედროვეა. ისეთი განცდა მაქვს, რომ 2010 წლის მოსკოვში აღმოვჩნდი“ – წერს თინა კანდელაკი ახლობლის წერილის შესახებ.
ცნობისთვის, თინა კანდელაკი ცნობილია თავისი სკანდალური გამონათქვამებით დასავლეთის, უკრაინისა და საქართველოს შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისთვის კანდელაკის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები მოქმედებს.