ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 14:43 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

„ტელეფონი გამიტეხა და „სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა“ – ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალ ბრალდებას უყენებს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ახალ ბრალდებას უყენებს. მისი თქმით, ბასილაშვილმა მას ტელეფონში მოსასმენი დაუმონტაჟა და ერთი თვის განმავლობაში უსმენდა.

„ტელეფონი გამიტეხა და „სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა“, – განაცხადა დოროყაშვილმა.

მისი თქმით, ის გატეხილ ტელეფონს ინახავს, – „ხანდახან ვჯდები და ჩემ სტრესებს ვახსენებ ჩემ თავს“.

მან, ასევე, დასძინა, რომ მაშინ როცა ყველაზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ბასილაშვილმა მეორე შვილის გაჩენა სთხოვა, რადგან ამ გზით უნდოდა, დოროყაშვილი მორჩილებაში ჰყოლოდა.

„ურთიერთობა დაძაბულ ფაზაში იყო, ღალატის ამბავი ახალი გაგებული მქონდა, მითხრა, ცუდი არ იქნება, მეორე ბავშვი გააჩინოო. განცდა მქონდა, რომ მას უნდოდა გაშორების შემდეგ მასზე მიჯაჭვული ვყოფილიყავი, რადგან იმ მომენტში ნიკას ჩემ მიმართ გრძნობები არ ჰქონდა და არც მე მქონდა. უნდოდა, ისევ მორჩილებაში ვყოფილიყავი და მისი ბრძანებების შესრულება გამეგრძელებინა“,- განაცხადა დოროყაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები