ტელეწამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით ოპოზიციასთან კავშირში მყოფი ნანა გეგეჭკორი რომელიც რესტორნებისა და კვების ობიექტების პერსონალს სახელისუფლებო გუნდისა და მათი მხარდამჭერების მიმართ საჭმელში ჩაფურთხებისკენ მოუწოდებს „სააკაშვილის ერთ-ერთი მარჯვენა ხელის“ საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის და გახლავთ
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი რომელიც რესტორნებისა და კვების ობიექტების პერსონალს მოუწოდებს საჭმელში ჩაუფურთხონ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის გიორგი გეგეჭკორის დაა. ეს ის გიორგი გეგეჭკორია რომელიც სააკაშვილის ერთ ერთ მარჯვენა ხელი იყო.ახლა ყველაფერი გასაგებია თუ რატომ იკლავს ნაცებისთვის თავს ნანა გეგეჭკორი და რატომ ეზიზღება მას ხელისუფლება.“ – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ
მჟანაძე იმასაც აღნიშნავს, რომ და-ძმა გეგეჭკორების სურვილი ხელისუფლებაში დაკარგული პოზიციების აღდგენაა
„ძვირფასო ნანა, ვერც შენ და ვერც შენი ძმა ოცნებას ვერ აისრულებთ. ნაცებიც ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერც თქვენ გეღირსებათ საქართველოში დაბრუნება.“ – დასძენს მჟავანაძე