ტენესის შტატის კაპიტოლიუმთან ბავშვებისთვის სქესის შეცვლის მიზნით დამასახიჩრებელი ოპერაციების გასაპროტესტებლად 3000-მდე ადამიანი შეიკრიბა.
ხალხის უზარმაზარმა მასამ მცირეწლოვნებისთვის ე.წ. ტრანსგენდერული მკურნალობის შეწყვეტა მოითხოვა.
აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ ასევე, ტრანსგენდერებიც, რომელთაც არასრულწლოვნების სქესის შესაცვლელი პროცედურებისგან დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს, დაწყებული პუბერტატის დამთრგუნავი საშუალებების მიღებიდან, დასრულებული მასტექტომიის ოპერაციებით. მათ შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი ისტორიები უამბეს და განაცხადეს, თუ როგორ ნანობდნენ ადრეულ ასაკში მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებას სქესის შეცვლასთან დაკავშირებით, რამაც მათ ცხოვრებას სამუდამო მძიმე დაღი დაასვა.
მეინსტრიმული მედია გამოშვებები ჩვეულებრივ ცდილობდნენ აქციაზე შეკრებილი ხალხი ბევრად მცირე რაოდენობით წარმოეჩინა, ვიდრე ეს რეალურად იყო, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საწინააღმდეგო ინფორმაცია გააჟღერეს.
„მე შევძელი შეკრებილი ხალხის რაოდენობის განსაზღვრა. ასეთ დროს ადამიანების დასათვლელად ოფიციალური მეთოდი არსებობს, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 2500-3000 ადამიანი იმყოფებოდა“, – განაცხადა ტენესის შტატის საგზაო პატრულის საზოგადოებრივი ინფორმაციის თანამშრომელმა გამოცემა The Daily Wire-თან საუბრისას.
აქციაზე იმყოფებოდა ასევე, 48 წლის მამაკაცი მეუღლესათან და ხუთ შვილთან ერთად, რომელსაც გამოცემა The Daily Wire-ი გაესაუბრა. მამაკაცმა განაცხადა, რომ ის აქციას იმიტომ ესწრება, რომ თავის შვილებს დაანახოს, რომ ის ყოვლთვის მათ გვერდით იქნება და მათ უფლებებს დაიცავს.
„მათ უნდა იცოდნენ, რომ ბევრი კარგი და კეთილი ადამიანი არსებობს, რომ მთელი კაცობრიობა არ შეშლილა ჭკუიდან. არიან ისეთებიც, ვინც სხვებისთვის ზიანის მიყენებას არ ცდილობენ. ბავშვებმა უნდა ისწავლონ კარგისა და ცუდის, კეთილისა და ბოროტის გარჩევა. და სწორედ ამიტომ ვართ აქ“, – განაცხადა ხუთი შვილის მამამ.