ამჟამინდელი საერთაშორისო ვითარება ადასტურებს, რომ ღმერთის გარეშე სამყაროს მომავალი არ აქვს, განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილემ ყაზახეთში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII კონგრესზე.
თავის გამოსვლაში პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჭეშმარიტად რელიგიური ადამიანების საზოგადოებას შეუძლია განვითარდეს მშვიდობიანად და კეთილდღეობით.
„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომავლის გარეშეა ის სამყარო, რომელიც ღმერთს უარყოფს. სისხლიანი კონფლიქტები, სერიოზული ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემები, ტერორიზმი და ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა – ეს ყველაფერი რელიგიის საზოგადოებიდან განდევნისა და მისი ინდივიდის ვიწრო, პირად სივრცეში გადატანის მცდელობის პირდაპირი შედეგია …ტრადიციულ რელიგიებს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, მათ აერთიანებს საერთო მიზანი – ღმერთის რწმენა და ამ რწმენის მორალური შესაბამისობა“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.
მან დასძინა, რომ რწმენის კრიზისი და მორალური სიბილწე იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიდიმა იმპერიებმა არსებობა შეწყვიტეს.