ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 03:43 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
16°C clear sky

„თალიბებმა“ ქაბულში უფლებების დაცვის მოთხოვნის მიზნით შეკრებილი ქალების საპროტესტო აქცია დაარბიეს

თალიბანის მებრძოლებმა ქაბულში უფლებების დაცვის მოთხოვნის მიზნით შეკრებილი ქალების საპროტესტო აქცია დაარბიეს, – ამის შესახებ BBC იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ „თალიბები“ დემონსტრანტების დასაშლელად ჰაერში ისვრიან.

ისინი, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს და მობილური ტელეფონები წაართვეს.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთი დაიპყრო, ქალთა უფლებები  შეიზღუდა.

მომიტინგეები სკანდირებდნენ „ „პური, სამუშაო და თავისუფლება“, მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „15 აგვისტო შავი დღეა“ – იგულისხმება დღე, როდესაც „თალიბებმა“ 2021 წელს ქაბული აიღეს.

„თალიბების“ ხელისუფლებაში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში, მათ გამოსცეს სხვადასხვა ბრძანება, რომელიც ზღუდავს ქალთა თავისუფლებას, მათ უმეტესობას მუშაობასა და საშუალო განათლების მიღებას უკრძალავს. ამასთან, ქალებს 45 მილზე (70 კმ) მეტ მანძილზე მამაკაცის “დაცვის“ გარეშე მგზავრობა ეკრძალებათ.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები