მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. იუწყება Belta.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ბელორუსის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი გამარჯვების გამო. ათწლეულების მანძილზე თავდაუზოგავად ემსახურებით ბელორუს ხალხს, იცავთ სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს და ხელს უწყობთ ქვეყნის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
მიუხედავად მრავალი სირთულისა, რომელიც დაკავშირებულია თქვენს საქმიანობასთან, თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ საზოგადოების სულიერ და მორალურ მდგომარეობას და მხარს უჭერთ ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს“, – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.