ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 31, 2025 18:32 საათი

თბილისი

Oct 31 - Fri
Tbilisi, GE
14°C clear sky

The Economist: უკრაინა საშინელი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას

უკრაინა საშინელი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, ხოლო თუ არაფერი შეიცვლება, ის, შესაძლოა, თებერვალში ფულის გარეშე დარჩეს. სტატიას ამ შინაარსით The Economist-ი აქვეყნებს.

სტატიის ავტორის შეფასებით, უკრაინაში სიტუაცია „სწრაფად უახლოვდება უფსკრულს“.

The Economist-ის ინფორმაციით, ასეთი სცენარი განსაკუთრებით რეალისტურია იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. მოახლოებული ფინანსური კატასტროფის ერთ-ერთ ფაქტორად აგრეთვე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არ დადება სახელდება.

უკრაინას ფინანსური კატასტროფა აგრეთვე იმის გამო ემუქრება, რომ რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით კვლავ აგრძელებს მისი ტერიტორიის დაბომბვას და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას.

გამოცემა წერს, რომ ომის მეოთხე წელს უკრაინის სამხედრო ხარჯები „უზარმაზარია“. The Economist-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ბოლოს უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი სამხედრო გრანტებთან ერთად დაახლოებით 360 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„წელს სამხედრო ხარჯებზე 100-დან 110 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. ეს დღესდღეობით უმსხვილესი თანხაა, რომელიც უკრაინის მშპ-ის დაახლოებით ნახევარს შეადგენს“, – აღნიშნულია სტატიაში.

გარდა იმისა, რომ კიევი ამერიკული დახმარების გარეშე დარჩა, მას დაფინანსების მეორე წყაროც ეკეტება – სახელმწიფო სესხები, წერს The Economist-ი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინამ უკვე დააგროვა იმდენი ვალი, რამდენიც შეეძლო, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-თან შედარებით გაორმაგდა და 110% შეადგინა.

შესაბამისად, კიევს დაფინანსების ერთადერთი წყარო რჩება – ევროპა. გამოცემამ გამოიანგარიშა, რომ უკრაინას ომის კიდევ ოთხი წელი 390 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის