ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 29, 2025 00:40 საათი

თბილისი

Jan 29 - Wed
Tbilisi, GE
-1°C clear sky

The Hill: ზურაბიშვილი აშშ-ს სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ზურაბიშვილი გასული წლის დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წყალობით რესტავრირებული პარიზის წმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნით ღონისძიებაზე დონალდ ტრამპს შეხვდა და საქართველოზე ესაუბრა.

„მისი [ზურაბიშვილის] გზავნილი არის ის, რომ აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს“, – წერს The Hill-ი.

გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და ქვეყნის 20% ოკუპაციას დღემდე ახდენს. გარდა ამისა, მოსკოვს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის წახალისებაში სდებენ ბრალს.

„მქონდა შესაძლებლობა მეთქვა მისთვის [ტრამპისთვის], რომ ეს არის სტრატეგიული რეგიონი, რომელიც არ შეიძლება დაივიწყოს შეერთებულმა შტატებმა“, – ციტირებს გამოცემა ზურაბიშვილს.

როგორც The Hill-ი იუწყება, გასულ კვირას ზურაბიშვილი აშშ-ში ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტს შეხვდა. „მათ არ უნდა დაუშვან რუსეთის ლიდერობა რეგიონში. ეს უნდა გვესმოდეს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის