თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათმობებზე არ წავა და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, კიევს სხვა გზა არ დარჩება, გარდა იმისა, რომ კურსკის ოლქში გამაგრდეს და იქიდან არ გავიდეს. ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივად დარჩენის სურვილი არ აქვს, მაგრამ იმედი აქვს, რომ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ათასი ჯარისკაცის დამატებით მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთიდან ყურადღებას კურსკის ოლქზე გადაიტანს და იძულებული გახდება მოლაპარაკებები დაიწყოს.
„თუ პუტინი დათმობებზე არ წავა და საკუთარი პირობების გარეშე მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, კიევს სხვა არაფერი დარჩება, თუ არა დარჩეს კურსკის ოლქში და წინსვლა გააგრძელოს, რათა მოსკოვზე წნეხი გაზარდოს“, – აღნიშნულია სტატიაში.
დღეის მდგომარეობით, უკრაინას კურსკის ოლქში ოთხი უპირატესობა აქვს. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინელები ჯარებს გაიყვანენ მაშინ, როცა მათი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ საამისოდ სასურველი დრო დადგა. მეორე – უკრაინას კარგი საცეცხლე ძალა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა აქვს. მესამე – კურსკის ოლქში ხშირი ტყეა, რაც ბუნებრივი თავშესაფარია, და მეოთხე – უკრაინას ასობით რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჰყავს აყვანილი.