ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:44 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობიანობას

გარედან შემოსულმა თანხამ „ნედის“ გავლით დააფინანსა კვლევა, აღმოჩნდა ფსევდო კვლევა და ამ კვლევამ დადო ფსევდო ანუ ცრუ შედეგი, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მიერ დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასებისას.

მისი თქმით, სწორედ ამ ფონდის მიერ დაფინანსებულმა ცრუ კვლევამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ.

„გარედან შემოსულმა თანხამ „ნედის“ გავლით დააფინანსა კვლევა, აღმოჩნდა ფსევდო კვლევა და ამ კვლევამ დადო ფსევდო ანუ ცრუ შედეგი, რომ თითქოსდა ბიძინა ივანიშვილს აქვს განხორციელებული რუსეთში სხვადასხვა ქმედებები. და როდესაც ამ კვლევის შედეგს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა წარმომადგენლებმა დაუპირისპირა ფაქტები, აღმოჩნდა, რომ კვლევის შედეგი არ ეფუძნება არავითარ ფაქტს და არის ყალბი. ამ ძალებს კი კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო და არის, რაც არ უნდა მათთვის სამწუხარო იყოს, 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი ვინც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობიანობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აფინანსებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ, ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს. „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ საქმიანობაზე მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები