ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 11:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

თეთრი სახლი – მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს, მზად არის თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს.

„მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს, მზად არის თუ არა და როდის არის მზად მოლაპარაკებისთვის, რა კონტექსტში და რის შესახებ. მიგვაჩნია, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება“, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

კირბიმ აღნიშნული განცხადება გააკეთა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ უკრაინული მხარე, გარკვეული პირობებით, მზად არის რუსეთის ფედერაციასთან ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს. კერძოდ, Financial Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინა მზად იქნება დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებენ და ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები