ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 05:56 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
11°C overcast clouds

თუ ჩვენს ერთ მეტრსაც კი შეეხებით, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოგეჩვენებათ – ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას

„თუ ჩვენს ერთ მეტრსაც კი შეეხებით, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოგეჩვენებათ“, – ამის შესახებ ბელორუსიის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას შეატყობინეს, რომ უკრაინიდან ბელარუსზე თავდასხმას აპირებდნენ.

„გუშინ, უკვე არაოფიციალური კავშირებით გაგვაფრთხილეს უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე იერიშების მიტანაზე. როგორც განაცხადეს: ისე მოვიქცევით, ყირიმის ხიდი 2 იქნებაო. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ მაცნობეს.

ჩემი პასუხი მარტივი იყო: უკრაინის პრეზიდენტსა და სხვა შეშლილებს, თუ კიდევ დარჩნენ, გადაეცით, თუ თავიანთი ბინძური ხელებით ჩვენი ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ“, – აცხადებს ლუკაშენკო უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის