ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2024 00:08 საათი

თბილისი

სექ 1 - კვი
Tbilisi, GE
22°C clear sky

თუ ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, საქართველო დაუბრუნდება ომებისა და ნგრევის ქაოსს

„თუ ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, საქართველო დაუბრუნდება ომებისა და ნგრევის ქაოსს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარე არასდროს დაუჭერია.

„დრომ დაადასტურა, არცერთ საბედისწერო მომენტში, ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია. ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა იმას, თუ რა სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, არამედ იმას, თუ რა სჭირდებოდა სხვებს და რომელ ნაბიჯს და სიტყვას შეუქებდნენ გარედან.

ერთი რამ გარანტირებულია – თუ ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება ომებისა და ნგრევის ქაოსს, რომლისგანაც როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი შევქმენით და ხალხს ამოსუთქვის, განვითარების საშუალება მივეცით“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები