ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 20, 2022 01:50 საათი

გორი

აგვ 20 - შაბ
Tbilisi, GE
23°C clear sky

„თუ პუტინი ნატოს ქვეყნის წინააღმდეგ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მსგავსი რამის გაკეთებას გადაწყვეტს, კონფლიქტში მთელი ნატო ჩაერთვება“ – სტოლტენბერგი

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკრაინის ომი ევროპისთვის ყველაზე საშიში მომენტია, რუსეთს გამარჯვების საშუალება არ უნდა მივცეთ“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთის ნატოს რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება, მაშინ კონფლიქტში მთელი ნატო ჩაერთვება.

„იმისათვის, რომ მოსკოვმა წარმატებას არ მიაღწიოს, ნატოს და მის წევრ ქვეყნებს შესაძლოა, უკრაინის იარაღითა და სხვა საშუალებებით დახმარება კიდევ დიდხანს მოუწიოთ. ჩვენს ინტერესშია, რომ ამ ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას მიაღწიოს.

თუკი პრეზიდენტი პუტინი ნატოს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ისეთი რამის გაკეთებაზე იფიქრებს, როგორიც საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის მიმართ გააკეთა, მაშინ კონფლიქტში მთელი ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები