ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 02:00 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
12°C clear sky

თუ რუსეთი გაბედავს და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრება, შესაბამის ზომებს მივიღებთ – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი რაიმე სახით დაემუქრება მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანა თავის დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებს. ამის შესახებ სანდუმ საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, 24 თებერვლის შემდეგ პირველივე დღეებიდან მოლდოვა აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან, რათა დაეხმაროს მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.

მისივე თქმით, ამ დიალოგის შედეგები საჯაროდ გახდება ცნობილი, როცა დეტალები დაზუსტდება.

„იმედი მაქვს, რომ ასეთი ვითარება არ იქნება, მაგრამ თუ რუსეთი გაბედავს და დაემუქრება მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ზომებს მის დასაცავად“, – განაცხადა მაია სანდუმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის