ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 04:44 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მაშინ სალომე ზურაბიშვილი თვითონ უნდა გადადგეს, ვინაიდან მას ფიცი აქვს დადებული კონსტიტუციის ერთგულებაზე – ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადგენს, სალომე ზურაბიშვილმა თავად უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მაშინ, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს ფიცი აქვს დადებული კონსტიტუციის ერთგულებაზე, მე მიმაჩნია, რომ თვითონ უნდა გადადგეს თანამდებობიდან. თუ კენჭისწყრაზე დადგება ეს საკითხი, ჩვენი გუნდი მის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს“, – აცხადებს ინჯია.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შეაგროვებს. პროცედურების დასაწყებად საჭიროა 50 ხელმოწერა. შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები