ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 9, 2024 20:34 საათი

თბილისი

აპრ 9 - სამ
Tbilisi, GE
14°C clear sky

თურქეთი მზადაა ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში აზერბაიჯანის არმიასთან ერთად იმოქმედოს – ჰულუსი აკარი

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის აზერბაიჯანის არმიასთან ერთად მოიგერიოს ნებისმიერი შესაძლო გამოწვევა ან საფრთხე.

ბაქოს მახლობლად მდებარე საწვრთნელ მოედანზე თურქულ-აზერბაიჯანული წვრთნებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მუქარა ან პროვოკაცია თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მიღებული იქნება როგორც საერთო გამოწვევა მოძმე ქვეყნების გზაზე.

აკარმა თქვა, რომ ანკარა და ბაქო „მეგობრებსაც და მტრებსაც საერთოდ მიიჩნევენ“.

მისი თქმით, ამჟამად მთელი მსოფლიო გადის არასტაბილურობის, რისკებისა და საფრთხეების პერიოდს და შექმნილ ვითარებაში თურქეთ-აზერბაიჯანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი არმიით.

„მსოფლიო საზოგადოებამ დაინახა ჩვენი ერთიანობა 44-დღიანი ომის დროს, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ისტორიული მიწები გათავისუფლდა მრავალწლიანი სომხური ოკუპაციისგან“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები