ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2025 07:36 საათი

თბილისი

May 3 - Sat
Tbilisi, GE
13°C clear sky

თურქეთში მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია, -ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა”, – აღნიშნა ერდღანმა.

მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინეს.

„ასობით ქვეყანამ გამოგვიგზავნა დახმარება, გამოგვიგზავნა მაშველები. ძალიან მადლობელი ვარ მათი”, – აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის