აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაუწესებს დამატებით 50%-იან ტარიფებს ჩინეთს, თუ იგი არ შეცვლის უახლეს სატარიფო ზომებს, რომლებიც მიღებულ იქნა აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ.
როგორც მედია წერს, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს გლობალურ სავაჭრო ომს, რომელმაც შეარყია ბაზრები. შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ უპასუხებს ამგვარ ქმედებებს.
„გუშინ, ჩინეთმა 34%-იანი საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, უკვე არსებულ მათ რეკორდულ ტარიფებზე, არამონეტარულ ტარიფებზე, კომპანიების არალეგალურ სუბსიდირებასა და მასიურ სავალუტო მანიპულირებაზე დამატებით. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს, უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდება, ვიდრე თავდაპირველად დადგენილი“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, დამატებითი ტარიფები ამოქმედდება შუა კვირაში, თუ ჩინეთი სამშაბათამდე არ მოხსნის 34%-იან საპასუხო ტარიფს.
„თუ ჩინეთი 8 აპრილამდე არ გააუქმებს 34%-იან სატარიფო ზრდას, აშშ ჩინეთის მიმართ დამატებით 50%-იან გადასახადებს დააწესებს, რომელიც ძალაში შევა 9 აპრილიდან. გარდა ამისა, შეწყდება ჩინეთთან ყველა მოლაპარაკება“, – აცხადებს ტრამპი.