ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2025 11:11 საათი

თბილისი

May 2 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ტრამპი: დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას, რადგან მას სურდა, დაცული ყოფილიყვნენ.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა შეთანხმებას რაიმე ფორმით შეეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა“.

„ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ, მაგრამ მე მინდოდა, დაცული ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ეს ზუსტად ის თანხაა, რაც მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნაღდი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის სახით გადაურიცხა. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-მა უკრაინას ევროპასთან შედარებით გაცილებით მეტი დახმარება გაუწია.

ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალის დროს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ თუ ის შეთანხმებას ხელს მოაწერს, „ეს ძალიან კარგი საქმე იქნება“, რადგან „რუსეთი გაცილებით დიდი და გაცილებით ძლიერია“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის