ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 14, 2025 00:23 საათი

თბილისი

Jun 14 - Sat
Tbilisi, GE
20°C scattered clouds

ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება ამერიკასთან, სანამ გვიანი არ არის.

„ირანმა უნდა დადოს შეთანხმება მანამ, სანამ მისგან აღარაფერი დარჩება. სანამ არ გაქრება ის, რაც ადრე ირანულ იმპერიად იწოდებოდა. არავითარი სიკვდილი. არავითარი ნგრევა. უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ!“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის ირანს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად შანსს აძლევდა, მაგრამ გარიგება მაინც ვერ შედგა.

„მე ირანს გარიგების მისაღწევად შანსს შანსზე ვაძლევდი. მე მათ ყველაზე მძიმე სიტყვებით ვუთხარი: „უბრალოდ გააკეთეთ ეს“. მაგრამ როგორც არ უნდა ცდილობდნენ, როგორც არ უნდა უახლოვდებოდნენ გარიგებას – ეს არ გამოვიდა. მე ისინი გავაფრთხილე, რომ შედეგები მათთვის იმაზე უარესი იქნება, რასაც ელოდებიან, ან იციან“, – დასძინა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერმა აგრეთვე დაწერა, რომ აშშ მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას ამზადებს, ხოლო ისრაელი მის დიდ ნაწილს ფლობს და უფრო მეტს მიიღებს.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის