ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მზად არის, მილიარდერ ილონ მასკს თავის ადმინისტრაციაში თანამდებობა ან მრჩევლის როლი შესთავაზოს, თუ ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
ტრამპს ჰკითხეს, შესთავაზებდა თუ არა ილონ მასკს მრჩევლის ან მისი პოტენციური მთავრობის წევრის თანამდებობას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „შევთავაზებდი. ის ძალიან, ძალიან ჭკვიანი ბიჭია. თუ სურვილი ექნება, ნამდვილად შევთავაზებ, ის ბრწყინვალე ბიჭია“.
რამდენიმე საათის შემდეგ მასკმა თავის სოციალურ ქსელი გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათი, სადაც დგას ამერიკის დროშების ფონზე და წერს, რომ მზად არის, ტრამპის ადმინისტრაციაში იმსახუროს.