ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2024 00:33 საათი

თბილისი

სექ 1 - კვი
Tbilisi, GE
23°C clear sky

ტრამპი: ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის, ჩვენ მტრებს ჩემი გაჩუმება სურდათ

თავდასხმის შემდეგ „რესპუბლიკური პარტიიდან“ წარდგენილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მიჩიგანში გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე თქვა, რომ მან დემოკრატიისთვის ტყვია მიიღო.

ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან ერთად გამართა.

„მე ვდგავარ თქვენს წინაშე მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობით. აქ არ ვიქნებოდი, შესაძლოა, ჯეი დი ან ვინმე სხვა ყოფილიყო, მაგრამ მე არა, თუმცა, რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოხდა გასულ შაბათს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ოპონენტების კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპი საფრთხეა დემოკრატიისთვის.

„გასულ კვირას მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის. არასდროს დაგავიწყდეთ, ჩვენ მტრებს სურდათ, ჩემთვის თავისუფლების წართმევა, რადგან მე არასდროს დავუშვებდი თქვენი თავისუფლების წართმევას. მათ ჩემი გაჩუმება სურდათ“, – განაცხადა ტრამპმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები