ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 25, 2025 12:18 საათი

თბილისი

Jul 25 - Fri
Tbilisi, GE
26°C clear sky

ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებული ულტიმატუმის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს — L’Express

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინაშე უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი დააყენა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Express-ი წერს.

სტატიის ავტორების შეფასებით, ტრამპი არ განახორციელებს შეზღუდვებს რუსეთის მიმართ და „ის კვლავ რისკავს, რომ პუტინს შეუერთდეს“, რადგან „მიჩვეულია, აირჩიოს ძლიერი მხარე“.

„50-დღიანი ულტიმატუმი, რომელიც მან რუსეთის ლიდერს (ვლადიმირ პუტინს) წაუყენა, რეალურად სანქციებს არ მოჰყვება“, — ნათქვამია სტატიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 14 ივლისს ტრამპმა რუსეთის წინაშე ულტიმატუმი დააყენა, რომლის მიხედვითაც უკრაინასთან მშვიდობიანი შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო მომდევნო 50 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებს დამატებითი, ე.წ. მეორადი სანქციების დაწესებით დაემუქრა.

ამასობაში, გამოცემა The Hill-ი წერს, რომ ტრამპის ამჟამინდელი პოლიტიკა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით წარუმატებლობისთვის არის განწირული.

The New York Times-ის თანახმად, კი, რუსეთის ხელისუფლებას ამერიკის პირობები არ შეშინებია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის