ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ ბოლო მასიურ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ადამიანები დაიღუპნენ.
„მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის კიევზე დარტყმებით. ეს არ არის საჭირო და თან ძალიან ცუდ დროს. ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდით, დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება!“ – წერს დონალდ ტრამპი.