ტელეკომპანია სეზონი

მარტი 10, 2025 21:04 საათი

თბილისი

Mar 10 - Mon
Tbilisi, GE
11°C clear sky

„ტრამპის მუქარა შეიძლება ცარიელი ჩანდეს, მაგრამ იქამდე, ვიდრე არ განხორციელდება“ – ტრამპის სპეცწარმომადგენელი „ჰამასს“ ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში ადამ ბოილერი ტერორისტული დაჯგუფების „ჰამასის“ მებრძოლებს დაემუქრა, თუკი ისინი დარჩენილი მძევლების გათავისუფლებაზე უარს იტყვიან. ოფიციალური პირის განცხადებას Politico ავრცელებს.

ბოილერის თქმით, ტრამპის მუქარა „ჰამასის“ მიმართ შეიძლება „ცარიელი“ ჩანდეს, მაგრამ „ეს იქამდე, ვიდრე მუქარას არ განახორციელებს“.

„და მაშინ ის არც ისე ცარიელია. და მაშინ მკვდარი ხარ“, – განაცხადა ბოილერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა კატარში „ჰამასთან“ პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა, რათა ამერიკელი მძევლები ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა და ომის დასრულების შესაძლო გზები განეხილა.

ამის შესახებ საუბრისას ტრამპის სპეცწარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო ტრამპის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრინციპზე: „მას არ სურს ომი. მას სურს მშვიდობიანი სამყარო“.

„დიალოგი ნიშნავს დაჯდე, მოუსმინო, რა სურს ვინმეს და შემდეგ განსაზღვრო: შეესაბამება თუ არა ეს იმას, რაც ჩვენ გვინდა? და როგორ შეიძლება სადღაც შუაში აღმოჩნდეთ და ომი არ გქონდეთ“, – განაცხადა ადამ ბოილერმა.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებს აქამდე არასდროს ჰქონია პირდაპირი მოლაპარაკებები ჯგუფთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა 1997 წელს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა.

გასულ კვირას ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ში „ჰამასის“ მისამართით დაწერა: „ეს არის თქვენი ბოლო გაფრთხილება! „შალომ ჰამას“ ნიშნავს „გამარჯობა და ნახვამდის“. გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლავე, არა უგვიანეს და დაუყოვნებლივ დააბრუნეთ თქვენ მიერ მოკლული ადამიანების ცხედრები, თორემ თქვენთვის ყველაფერი დამთავრდება“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის