ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 01:27 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
18°C clear sky

ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა 4 აპრილს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა 4 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ BBC სასამართლოს პრესსპიკერზე დაყრდნობით იტყობინება.

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ.

რაში ადანაშაულებენ ტრამპს?

2016 წელს პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი მედიასაშუალებებს დაუკავშირდა და 2006 წელს ტრამპთან ინტიმური რომანის შესახებ ისტორიის გაყიდვა შესთავაზა.

ტრამპის გუნდმა ამის შესახებ გაიგო და მისმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს გაჩუმებისთვის 130 000 დოლარი გადაუხადა.

ეს ქმედება უკანონო არ არის, თუმცა თანხის გადახდის ჩანაწერში ნათქვამია, რომ ეს თანხა ადვოკატის იურიდიული მომსახურებისთვის იყო გადახდილი. პროკურორები აცხადებენ, რომ ეს ტრამპის ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაა, რაც ნიუ-იორკის კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

პროკურორებს ასევე შეუძლიათ განაცხადონ, რომ ეს არღვევს საარჩევნო კანონს, რადგან ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავისთვის გადახდილი თანხის დამალვის მცდელობა მოტივირებული იყო იმით, რომ მას არ სურდა, ამომრჩევლებს მისი რომანის შესახებ გაეგოთ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი დევნის პრეცედენტი არ არსებობს და წარსულში პოლიტიკოსებისთვის მსგავსი სახის ფინანსური მაქინაციების გამო სასჯელის დაკისრების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები