ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 1, 2025 16:07 საათი

თბილისი

Aug 1 - Fri
Tbilisi, GE
35°C clear sky

ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი რუსეთში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

ტრამპის თქმით, უიტკოფი მოსკოვში მას შემდეგ ჩავა, რაც ისრაელში მისი ვიზიტი დასრულდება.

„დიახ, ის ისრაელში მიდის, ხოლო შემდეგ რუსეთში ჩავა, გინდათ დაიჯერეთ, გინდათ არა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ამოიწურება ვადა, რომელიც მან რუსეთს უკრაინასთან მშვიდობის დასამყარებლად მისცა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი საქციელს არ შეცვლის.

„დაახლოებით 8 დღე დაგვრჩა. დიახ, ჩვენ სანქციებს დავაწესებთ. მაგრამ მე არ ვიცი, აღელვებს თუ არა სანქციები მას, პუტინს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის