ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 18, 2025 22:19 საათი

თბილისი

Nov 18 - Tue
Tbilisi, GE
9°C clear sky

ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა და აკრძალვა ძალაში 9 ივნისს შევა.

სრული აკრძალვა დაწესდა ავღანეთის, მიანმის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისები გათვალისწინებულია შეერთებული შტატების კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, მოქმედი ვიზების მფლობელებისთვის, ვიზების გარკვეული კატეგორიებისა და იმ პირებისთვის, რომელთა შესვლაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

გარდა ამისა, ტრამპმა კიდევ 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდა შესვლა. კერძოდ, ეს ეხება ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა ლეონეს, ტოგოს, ვენესუელას და თურქმენეთის მოქალაქეებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის