ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 13, 2025 03:14 საათი

თბილისი

Apr 13 - Sun
Tbilisi, GE
4°C clear sky

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გავრცელებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 56,4% მიიღო, ხოლო ქემალ კილიჩდაროღლუმ 43,6%.

ამავე ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების დაახლოებით 49,4%.

ამასთან, „დოიჩე ველე“ წერს, რომ თურქული მედიასაშუალებები განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებენ. უფრო კონკრეტულად კი, საინფორმაციო სააგენტო ANKA-ს ცნობით, არჩევნებში კილიჩდაროღლუ ლიდერობს.

ინფორმაციისთვის, თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის