ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 21, 2025 17:07 საათი

თბილისი

Feb 21 - Fri
Tbilisi, GE
2°C clear sky

ცნობილი რუსი მოკრივე და დუმის წევრი ნიკოლაი ვალუევი აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, წარსულში ცნობილი მოკრივე ნიკოლაი ვალუევი აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრატად (არასასურველ პერსონად) გამოაცხადეს. ამის მიზეზი აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ ვალუევის შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

„ნიკოლაი ვალუევის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები აზერბაიჯანის და აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ სრულიად მიუღებელია. ის შეყვანილია იმ პირთა სიაში, რომლებსაც აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალებათ“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიჰან გაჯიზადემ.

რამდენიმე დღის წინ ვალუევმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე „როსსოტრუდნიჩესტვოს“ და „რუსული სახლის“ საქმიანობა აკრძალა.

„ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პანთურქიზმის გამოვლინება. რუსეთში მე არ ვიცი, რომ არსებობდეს „აზერსოტრუდნიჩესტვო“. სამაგიეროდ არის მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული დიასპორა. ისინი არა მარტო რუსეთში, არამედ ისტორიულ სამშობლოშიც აუცილებლები არიან. და მათი ფული კი ყოველთვის ლეგალური სულაც არ არის. ამ დიასპორებს უფრო დეტალურად უნდა დავაკვირდეთ“, – განაცხადა ნიკოლაი ვალუევმა.

ვალუევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი მიგრანტების წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მოქმედება უნდა განხორციელდეს და ამ „საცერში“ გატარების შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს უკანონო მიგრაციის, გადასახადების გადაუხდელობის და სხვა დანაშაულის ფაქტები.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ცნობით, ვალუევი პირველი რუსი დეპუტატი არ არის, რომელსაც აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალა. ამ სიაში შედიან კონსტანტინე ზატულინი და ვიტალი მილონოვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის