ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 29, 2025 14:17 საათი

თბილისი

Oct 29 - Wed
Tbilisi, GE
17°C clear sky

ტუსკი: ორბანი მოხიბლულიამოსკოვით და სურს უნგრეთი რუსეთად აქციოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოხიბლულია მოსკოვით და სურს, რომ თავისი ქვეყანა რუსეთის მოდელით ააშენოს, – ამის შეახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ბოლო დროს მოსკოვით მოხიბლულია და თვლის, რომ უმჯობესია შექმნას გარკვეულწილად ავტორიტარული მოდელი, რუსეთის ნიმუშის მიხედვით“, – აღნიშნა ტუსკმა.

მან უნგრეთში ხელისუფლების მხრიდან დარღვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ორბანის აზროვნება ძალაუფლებას აღიქვამს, როგორც „საშუალებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ გააკონტროლოს ხელისუფლების ქმედებები“.

ტუსკმა აღნიშნა, რომ უნგრეთი 1989 წელს პოლონეთზე გაცილებით წინ იყო, მაგრამ ახლა ის ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.

„ისინი, ვინც დაუშვა კორუფცია, მაგალითად, ევროპული ფონდების მიმართ, ჩამორჩნენ ეკონომიკური ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის ამ დიდ რბოლაში“, – აღნიშნა ტუსკმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის