ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 14:43 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
5°C overcast clouds

უკრაინამ იგორ გირკინის დაკავებისთვის 100 000$-იანი ჯილდო დააწესა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, იგორ გირკინის დაკავების შემთხვევაში ჯილდოს 100 000$-ს აწესებს.

„ცნობილია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსმა ტერორისტმა გადაწყვიტა, განაახლოს მონაწილეობა ომში ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – წერს დაზვერვა.

მათი ინფორმაციით, გირკინი არის დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“.

უკრაინამ გირკინის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა ტერორისტული საქმიანობის, წამების, მკვლელობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისთვის.

ის ასევე ნიდერლანდების მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი სამოქალაქო Boeing 777 MH17-ის ჩამოგდების საქმეზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის